სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის შორ მანძილზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთს აჩვენა, რომ არ ღირს უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელყოფა.
„ყოველდღე ვხედავთ ამის შედეგებს, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ სიზუსტეს. ჩვენი მთავარი მიზანია არა რუსეთი ბენზინის გარეშე, არამედ უკრაინა რუსეთის გარეშე. უკრაინა ომის გარეშე. უკრაინა ევროპასთან ერთად. უკრაინა და ევროპა მოსკოვის საფრთხის გარეშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, უკრაინა ზრდის დრონების წარმოებას:
“მახსოვს, როდესაც გამოცხადდა სახელმწიფოს გეგმა წელიწადში 1 მილიონი დრონის წარმოების შესახებ, მაშინ ძალიან ბევრი სკეპტიციზმი იყო. ახლა კი ჩვენ უკვე ვაწარმოებთ 10 მილიონ დრონს. მომავალში ვაწარმოებთ 20 მილიონს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
