Wednesday, July 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პასპორტების გაყალბებაში ბრალდებული კაცი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

July 15, 2026
პასპორტების გაყალბებაში ბრალდებული კაცი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული 28 პირი – დღეს პასპორტების გაყალბებაში ბრალდებული კაცი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ზაზა მეტრეველს, რომელიც ემიგრაციიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა, აღიარების სანაცვლოდ საპროცესო გარიგება გაუფორმდა. პროკურატურის შუამდგომლობა სხდომაზე მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა.

დარბაზიდან გათავისუფლებული ზაზა მეტრეველი “ტვ პირველთან” აცხადებს, რომ თანამზრახველები არ ჰყოლია.

“გარკვეული მტკიცებულებები იყო რა თქმა უნდა, თუმცა ვაღიარეთ ჩვენ დანაშაული და გაგვიფორმეს საპროცესო შეთანხმება. არავინ არ მფარველობდა მას”, – თქვა ზაზა მეტრეველის ინტერესების დამცველმა.

დღეს “ტვ პირველმა” საქმის პროკურორს, გიორგი კავსაძეს ჰკითხა, ჰყავდა თუ არა თანამზრაველები ზაზა მეტრეველს ან როგორ მოახერხა ემიგრაციიდან ახლახანს დაბრუნებულმა პირმა ყალბი პასპორტების დამზადება? – სახელმწიფო მბრალმდებელი ამბობს, რომ გამოძიება გრძელდება და აღნიშნულ დეტალებს უწყება აუცილებლად დაადგენს.

“მაგაზე გამოძიება გრძელდება და ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ. ყველაფერი ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ გამოძიება გრძელდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ვისაუბრებ. როცა ვიტყვით, რომ გამოძება დასრულდა ყველა დეტალზე მერე ვისაუბრებთ”, – აცხადებს გიორგი კავსაძე.

უკვე რამდენიმე საათია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მასშტაბურ კორუფციაში ბრალდებული პირების პროცესები ტარდება – ჩაინიშნა რამდენიმე სხდომა. მოსამართლემ ცოტა ხნის წინ, პატიმრობაში გაუშვა კაცი, რომელსაც სუს-ი უნიკალური ხე ტყის გაჩეხვის ნებართვის გაცემას და ქრთამის აღებას ედავება.

პროკურორ გიორგი ისაკაძის თქმით, ბრალდებული ონის მეურნეობის რეინჯერია. სახელმწიფო მბრალდმებელი ამბობს, რომ აღნიშნული პირის მიმართ ამ ეტაპზე გამოვლენილია ქრთამის აღების ერთი ფაქტი.

“მას ქრთამის აღებას ედება ბრალად – გრარკვეული ხის მასალის დამზადების საფასური. მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, მარტო მოწმის ჩვენებები არ არის – ესენი არის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და აღნიშნულის საფუძველზე დაკავდა. მას წარედგინა ბრალი ქრთამის აღების მუხლით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. კი ონის მეურნეობის რეინჯერი იყო. მისი მხრიდან ქრთამის აღების ერთი ფაქტი გვაქვს ჩვენ დაფიქსირებული. გამოძიება გრძელდება შესაძლო სხვა ფაქტებთან დაკავშირებითაც”, – განაცხადა პროკურორმა გიორგი კავსაძემ.

პროცესებს ელოდებიან საჯარო მოხელეებიც, რომლებიც ბიზნესმენებისგან ე.წ დრაივების ჩადგმისთვის ქრთამს ითხოვდნენ.

საქმე ეხება ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებს. 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი. საუბარია ჯამში 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • ქართველი მოდელი სანდრო ვეფხვაძე Dolce&Gabbana-ს ჩვენებაზე
  • დააკავეს პირი, რომელმაც დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოები სოც.ქსელში რამდენიმე ადამიანს გაუგზავნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge