ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას ერთი პირი ემსხვერპლა.
გარდაცვლილია 30 წლამდე მამაკაცი. მისი ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.
კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ასრულებს. იოსელიანის ქუჩაზე რჩებიან მაშველები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
