ბათუმში რუსული ჯგუფის „ტატუსა“ და ანი ლორაკის კონცერტები გაუქმდა – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის ჩოგბურთის კორტების ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი. ორივე კონცერტი აგვისტოში, ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო.
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ორივე კონცერტი გაუქმებულია“, – უთხრეს TASS-ს კორტების ადმინისტრაციაში.
