Tuesday, July 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სასამართლოში გავიმეორეთ ის, რაც განცხადებაში გვეწერა – დანაშაული: „გარეთ სანქცია, შიგნით აქცია“, რასაც ნიკა გვარამია პერმანენტულად აცხადებს, არის განგრძობითი, დღესაც გრძელდება” – ვატო შაქარიშვილი

July 14, 2026
“სასამართლოში გავიმეორეთ ის, რაც განცხადებაში გვეწერა – დანაშაული: „გარეთ სანქცია, შიგნით აქცია“, რასაც ნიკა გვარამია პერმანენტულად აცხადებს, არის განგრძობითი, დღესაც გრძელდება” – ვატო შაქარიშვილი

სასამართლოში გავიმეორეთ ის, რაც განცხადებაში გვეწერა. მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა და დავამატე, რომ ეს არის განრძობადი დანაშაული. როცა ნიკა გვარამია აცხადებს პერმანენტულად – „გარეთ სანქცია, შიგნით – აქცია“, ეს დანაშაული დღესაც გრძელდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა, ე.წ. საბოტაჟზე დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, „ ფართო აგენტურული ქსელი დაფინანსებულია უცხო ქვეყნებიდან და ის ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, ამ ქვეყანაში სასურველი ხელისუფლების მოყვანას ემსახურება“.

„მთავარი ის არის, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია აგენტურული ქსელი და მათ დაცვის მხარე. დაცვის მხარე არის თვითონ მხარე, მაგალითად, ლევან სამუშია, რომელიც „ლელოს“ წარმომადგენელია, ასევე ხაზარაძის ინტერესების დამცველია. რა თქმა უნდა, ის მხარეა. კიდევ ერთხელ, დღევანდელ გამოკითხვაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც დაორგანიზებულია, დაფინანსებულია უცხო ქვეყნებიდან და რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, ამ ქვეყანაში სასურველი ხელისუფლების მოყვანას ემსხურება, რომელიც უცხო ქვეყნების ინტერესებს მოემსახურება და არა საქართველოს ინტერესებს.

დღეს სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დაცვის მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს, საქმესთან შემხებლობაში კითხვა არ დასმულა. ასეთი კითხვები იყო – „რუსეთი ოკუპანტია“? იყო ძიება ჩემი პოლიტიკური განცხადებების შესახებ და კვლევა, სხვა არაფერი ყოფილა. ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა ე.წ. ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები, დაფინანსების წყაროები.

როდესაც უცხო ძალასთან თანამშრომლობ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, უსაფუძვლოდ და უსამართლოდ ჩადიხარ სხვადასხვა ინსტიტუტებში და იქ აბსოლუტურად უსამართლოდ, აბსურდულ ბრალდებებს უყენებ შენივე ქვეყანას, აბეზღებ შენივე ქვეყანას, შენი ქვეყნის წინააღმდეგ ითხოვ სანქციებს და სადამსჯელო ღონისძიებებს, ცხადია, ეს დანაშაულებრივი საქმიანობაა.

სასამართლოში გავიმეორეთ ის, რაც განცხადებაში გვეწერა, მას შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა და დავამატე, რომ ეს არის განგრძობადი დანაშაული, დღესაც, ეს დანაშაული გრძელდება, როცა ნიკა გვარამია აცხადებს პერმანენტულად – „გარეთ სანქცია, შიგნით – აქცია“, ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რომელიც 2024 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა მაკკეინის ინსტიტუტის ე.წ. რეკომენდაციები. მას შემდეგ 2 წელია გასული, ნახეთ, როგორ ხდება ამ გეგმის აღსრულება სხვადასხვა ორგანიზაციის, სხვადასხვა პოლიტიკოსად წოდებული პირის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც კი. ეს აჩვენებს, რომ ეს არის კოორდინირებული სქემა, რომლის მთავარი მოტივიც არის საქართველოში სასურველი ხელისუფლების მოყვანა… აუცილებელია, ამ საქმეზე დადგეს განაჩენი, ასევე აუცილებელია, რომ მალე დასრულდეს ის პროცესი, რომელიც საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზეა წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პოლიტიკური სისტემა გათავისუფლდეს აგენტური ძალებისაგან“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – რა ვითარებაა ადგილზე?
  • ევროპის აეროპორტებში ბარგის პლასტიკური ფირით შეფუთვა აიკრძალება
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge