“27 მლნ. ₾ წილის რეალიზაციაში
12,5 მილიონი ლარის ბიტკოინი
4,3 მილიონზე მეტის უძრავი ქონება
2,4 მილიონის ბიტკოინი გაყიდა
16 მლნ. ლარი სესხად გაცემული
770 000 ლარის მანქანები
403 000 ლარის მოტო ტრანსპორტი
661 500 ₾ ფერწერული ტილოები
113 000 ლარის ნაღდი ფული
1,1 მლნ. საოჯახო და პირადი ხარჯი
დღეს 1 წელი გავიდა მას მერე, რაც ბეტონის ლოდი დაეცა ამ ადამიანს და ადგილზევე გაჭყლიტა. ეს სადგურის მოედანზე, დეზერტირებთან მოხდა.
ზუსტად დღეს, ზუსტად იმავე ადგილზე, მერიამ გარემოვაჭრეებს დახლები აუყარა – “უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან გავწმინდეთო.”
ალბათ, 1,1 მილიონი ლარი საოჯახო და პირადი ხარჯებისთვის რომ შეგიძლია გაიღო მხოლოდ ერთ წელში, მერე წარმოუდგენელია გესმოდეს იმ ადამიანების, რომლებიც ლუკმა პურისთვის ღია ცის ქვეშ ვაჭრობენ.
შეუძლებელია, ამ ქონების პატრონს გესმოდეს ამ ქალის გულიდან ამოგლეჯილი სიტყვები:
„თუ ვინმე მყავდა, ყველა მიწაშია. გამოვდივარ ერთი ყუთით, რომ პური ვიყიდო. თუ რამე მქონდა ყველაფერი წაიღეს, რა გზას დავადგე? ამას სიცოცხლე არ ჰქვია რაც მე მჭირს.“
ჯანმრთელი, ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილისთვის პასუხი არავის უგია, გეგონება, მერიის ვალდებულება არ იყოს ავარიული სახლების მიხედვა.
მაგრამ დიდი მონდომებით დასდევენ ისედაც გაჭირვებულ, გამწარებულ ადამიანებს და პირიდან ბოლო ლუკმას აცლიან. მართლაც, სიცოცხლე არ ქვია იმას, რაც ამ ქვეყანას დამართეს,” – წერს სალომე სიმონია სოციალურ ქსელში.
