Tuesday, July 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მე ამ საქმეს „ჟესტიკულაციის სასამართლო პროცესს” დავარქმევდი” – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

July 14, 2026
“ჩვენ, პროკურატურა და ადამიანები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს ეს დევნა, თანაბარ პირობებში რომ ვიყოთ, ცხადია, ეს პროცესი არ იქნებოდა…” –  ბადრი ჯაფარიძე „საბოტაჟის საქმეზე“

დღევანდელ პროცესზე გამოძახებულ მოწმეებთან არანაირი კითხვა არ მაქვს. მათ დაავალეს, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინათ და პროკურატურაში განცხადება შეეტანათ და მათ ეს გააკეთეს, დანარჩენი მათზე იყოს, – ასე ეხმაურება “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე, ე.წ საბოტაჟის საქმეზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრების მოწმედ გამოძახებას.

მისი თქმით, ეს საქმე უპრეცედენტოა, არცერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სასამართლო პროცესი არ წარმართულა.

“მე ამ საქმეს „ჟესტიკულაციის სასამართლო პროცესს” დავარქმევდი, სადაც რამდენიმე პოლიციელი ამბობს, რომ რაღაც ჟესტიკულაცია აქვს ნანახი, ოღონდ ვერ იხსენებს რა ჟესტიკულაცია აქვს ნანახი, როდის, ვერ იხსენებს რა დღე იყო, ასეთი ტიპის მოწმეები არიან. ვწუხვარ, რომ ასეთ დონეზე, შესაძლოა, დასცე პოლიციელი, ასეთი სამარცხვინო ცრუ ჩვენებები ათქმევინო, რომელიც თავისთავად ვერ იქნება სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, კიდეც რომ სიმართლე იყოს.

მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტოა, არცერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სასამართლო პროცესი არ წარმართულა.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესზე გამოძახებულ მოწმეებს, მათთან არანაირი კითხვა არ მაქვს, მათ დაავალეს, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინათ და პროკურატურაში შეეტანათ და მათ ეს გააკეთეს, დანარჩენი მათზე იყოს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
  • სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ
  • თბილისში 37 წლის ქალს ეძებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge