მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა – ინფორმაციას “მთავარი” შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კაცი დაკავებულია, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ახალგაზრდა ქალი, ანი ბერიანიძე ადგილზე დაიღუპა. დღეს კი მისი 3 წლის გოგონა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
