“შინ ამერიკაში, კელი! ამ ადამიანის უტიფრობა ზღვარს მიღმაა! მოწყვეტილი და სერიოზულად არის სამკურნალო! კელი დეგნანი ფროიდის პაციენტს უფრო ჰგავს ვიდრე დიპლომატს! როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი დავაში შედის საქართველოს პარლამენტის წევრთან და იწყებს მტკიცებას, რომ მან უკეთ იცის რა უნდა ქართველ ხალხს, აქ ნებისმიერი თემა ამოწურულად უნდა ჩაითვალოს და დადგეს საკითხი უცხო სხეულის განდევნის შესახებ! ვინ არის შემდეგი? ვისზე მეტი უფლებები აქვს ამერიკის ელჩს? ვისზე მეტად ესმის საქართველოს და ქართველი ხალხის ხმა? ვისთან შევა კიდევ დავაში სახედაკარგული ამერიკელი? ეა უნდა კელი დეგნანს? სად იწყება და სად მთავრდება ამერიკის საელჩოს უფლებები და მოვალეობები?
კითხვები ძალზედ ბევრი დაგროვდა! კითხვებზე პასუხების ნაცვლად ცილისწამებების და შანტაჟის ენა გვესმის მხოლოდ! ასე ვეღარ გაგრძელდება! შინ ამერიკაში, კელი! ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა საამაყო ქართველსა და სამართლიან პიროვნებას- მიხეილ ყაველაშვილს!”
ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.
ამით, ხოფერია საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან “ოცნებიდან” გამოსული კიდევ ერთი დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილის პასუხად გააკეთა.
“წერილი, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე”, – განაცხადა დეგნანმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა დეგნანს კითხვები დაუსვა და მიმათა – “კარგი იქნებოდა, აშშ-ს იმიჯის დასაცავად, ენმ-ის პროვოკაციებს საჯაროდ გამიჯვნოდით”.