“სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების ანალიზს ვაკეთებდი სხვა რაღაცისთვის, მაგრამ შემთხვევით წავაწყდი ერთ საინტერესო და უცნაურ ფაქტს. 2026 წლის 13 მაისს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ადამიანი ცნო სამართალდამრღვევად და დააჯარიმა 3 ათასი ლარით. გადაწყვეტილების მიღების დროს მან სხვა რაღაცებთან ერთად ასევე იხელმძღვანელა ევროსასამართლოს პრაქტიკითაც და მოიყვანა კონკრეტული მაგალითიც – მილაძე საქართველოს წინააღმდეგ. განსაკუთრებული ხომ თითქოს არაფერია, მაგრამ საქმეზე MILADZE v. GEORGIA (no. 41585/23) ევროსასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2026 წლის 19 მაისს, ანუ 6 დღეში მას შემდეგ, რაც კობა ჩაგუნავამ ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ადამიანი 3 ათასი ლარით დააჯარიმა ” – წერს მიხეილ ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში.
