თელავის ერთ-ერთი მაღაზია სტიქიის შემდეგ.
12 ივლისს, გვიან ღამით, უხვი ნალექის შედეგად მდინარე თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, ქვა-ღორღით გავსებულმა მდინარემ, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა, ქალაქის არა ერთი ქუჩა დატბორა. სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები, აფთიაქები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა სახელმწიფო და კომერციული ობიექტი. კახეთში სტიქიამ ვენახები გაანადგურა – თელავის გარდა, ძლიერმა წვიმამ სოფლებიც დააზარალა. ხევები ადიდდა წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურშიც. ადგილობრივების ნაწილს დაეხოცა პირუტყვიც.
