როგორ აღმოჩნდა ბრიტანელი ომის ვეტერანი გლდანის ციხეში? – ადვოკატი, კაბა კოჭლამაზაშვილი “ტვ პირველს” ეუბნება, რომ ყოფილი სამხედრო მეთიუ როი – დეზმონდი საქართველოში დააკავეს ჩანთაში აღმოჩენილი წამლებისთვის, რომლითაც უფლებადამცველის თქმით, 49 წლის კაცი ხერხემლის ტკივილს იყუჩებდა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართული გამოძიება ნარკოტიკების იმპორტში დებს ბრალს.
ავღანეთის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე საქართველოში 25 ქვეყნის გავლით მოტოციკლით ჩამოვიდა, თუმცა მოგზაურობა გლდანის ციხით დაასრულა.
“ბრიტანეთის მოქალაქე მეთიუ- როი დეზმონდი სამი ტვეა, გისოსებს მიღმა იმყოფება გლდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში. იგი დააკავეს ნარკოტიკული საშაულების უკანონო შემოტანის ბრალდებით, თუმცა მას ეს ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა ექიმის მიერ დანიშნული, იმიტომ რომ ავღანეთში, ერთ-ერთი ღონისძიების დროს მან ხერხემლის დაზიანება მიიღო. წლებია, ეს ადამიანი ამ რეცეპტით და წამლებით მოგზაურობს. 25 ქვეყანა ჰქონდა გამოვლილი და არაცერთ ქვეყანაში პრობლემა არ შექმნია. საქართველოში შეექმნა პრობლემები იმიტომ, რომ რომელიღაც მინისტრის, რომელიღაც წლის ბრძანება არ ჰქონდა ზედმიწევნით შესრულებული. ეს რეცეპტი უნდა ყოფილიყო დამოწმებული აპოსტილით და ა.შ.
ჩვენ ეს ყველაფერი გამოვასწორეთ, პროკურატურას წარვუდგინეთ ყველა დოკუმენტი, რაც საჭირო იყო, თუმცა მაინც დატოვეს გისოსებს მიღმა”- აცხადებს ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი.
