Monday, July 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს

July 13, 2026
„გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში“ – საქართველოში პოლონეთის საელჩო შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი შაშვიაშვილმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს გამორჩეულად სადღესასწაულო განწყობა იგრძნობა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე საპატრიარქო პატივით პირველად აღავლენს ამ სადღესასწაულო მსახურებას, მოციქულთა კრების ხსენებას.

ეს დღესასწაული გამორჩეულად აღინიშნება ამ საპატრიარქო ტაძარში, რადგან სწორედ მის სახელზეა აგებული სვეტიცხოვლის ტაძარი. დღეს ვართ ბედნიერები, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ეს დღესასწაული მთელ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მივულოცოთ. პატრიარქი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს, რომელიც მადლის მომნიჭებელია ყველა ქრისტიანისთვის. ვულოცავ მის უწმინდესობას და ყველა ქრისტიანს“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი შაშვიაშვილმა.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თვითონ სახელმწიფოს ოფიციალურად ჰყავს აღიარებული 170 დაზარალებული, თუმცა, 5 ადამიანია დაკავებული, რაც სრული აბსურდია და სასაცილო მდგომარეობაა” – ზვიად მაისაშვილი
  • პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • წყალი 12 საათით შეწყდა – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge