თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ქვა – ღორღისგან გაწმენდილია კავკასიონის ქუჩის ძირითადი ნაწილი, ასევე დასრულდა ხიდის ნარჩენის დემონტაჟი.
პროცესში ჩართულია კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი. მათ თელავს ცოცხალი ძალა გამოუგზავნეს, რომლებიც იმ ადგილების ასუფთავებენ, სადაც მძიმე ტექნიკით მუშაობა შეუძლებელია.
ელექტროენერგია სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს ისევ არ მიეწოდება, ბუნებრივი აირი კი უმეტესად აღდგა.
ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დაიტბორა კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.
