Sunday, July 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების მინისტრები თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებიან

July 12, 2026
ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების მინისტრები თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებიან

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, – ამის შესახებ რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

„პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული“, – განაცხადა სოხაძემ.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი კახეთში, თელავში, წუხელ განვითარებული სტიქიის ზონაში ჩავიდნენ.

მინისტრები ადგილზე გაეცნენ შექმნილ ვითარებას, დაათვალიერეს დაზიანებული ტერიტორიები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებიან საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას აფასებენ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის მიზნით მობილიზება გაუკეთა 70 ერთეულამდე მძიმე ტექნიკას, მათ შორის ბობკატებს, თვითმცლელებს, გრეიდერებსა და ექსკავატორებს. ტექნიკა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბთან კოორდინაციით ეტაპობრივად გადანაწილდება იმ ლოკაციებზე, სადაც მისი გამოყენება ყველაზე მეტად არის საჭირო.

„შესაბამისი უწყებები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ, რათა დაზიანებული ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადაში აღდგეს და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისი უწყებები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის კოორდინაციით აგრძელებენ გზების გაწმენდას, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
  • მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge