დაკავებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილი მეუღლე დარწმუნებულია, რომ განაჩენი, რომელიც ელისაშვილის საქმეზე დადგა, “ოცნების” დაკვეთა იყო.
ირინა კილასონიძე სახალხო დამცველის შესახებაც საუბრობს, რომელსაც ელისაშვილს საქმეზე ჯერ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. პოლიტიკოსის მეუღლე ფიქრობს, რომ ახლა თავად ლევან იოსელიანიც რთულ ვითარებაშია, რადგან მისი თქმით, “ქართული ოცნება” “მონსტრია”, რომელსაც ადამიანური არაფერი გააჩნია.
ცნობისთვის, “ძლიერი საქართველოს” წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა – გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
