სამტრედიაში მსუბუქი ავტომობილისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ახალსოფელთან მოხდა.
გურია ნიუსის ინფორმაციით, დაღუპულია მძღოლი, ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
