უამინდობამ თელავის გარდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
სოფლებში: წინანდალი, კისისხევი და კურდღელაური ხევები ადიდდა. უხვმა ნალექმა დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰექტრობით მსხმოიარე ვენახი წყალმა სრულად გაანადგურა და მოსავლის გარეშე დარჩნენ.
