მოკლული გიორგი კვარაცხელიას ოჯახი ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელებს “ოთარ ფარცხალაძე და მისი კლანი” მფარველობდა. ინგა კვარაცხელიას თქმით, სწორედ მათ ჩაფარცხეს საქმე.
“ტვ პირველმა” საქმის პროკურორს, მედეა ცირამუას ჰკითხა, დადგება თუ არა აღნიშნულ საქმეში ყოფილი მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობსი საკითხი.
სახელმწიფო მბრალმდებელი ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და თუ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, ამას პროკურატურის მხრიდან შესაბამისი რაგირება მოჰყვება.
“თუკი სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება, მათ ქმედებებსაც შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
როგორც მოგახსენებთ მიმდინარეობს გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში და თუ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, მათ ქმედებებსაც შესაბამსიი სამართლებრივი შეფასება მიეცემა “, – განაცხადა მედეა ცირამუამ.
დღეს პროკურორმა თქვა, რომ გიორგი კვარაცხელიას საქმეში მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები დევს. დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარეს ბრალის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ აქვს წარმოდგენილი.
“საქმეზე წარმოდგენილია როგორც მოწმეთა ჩვენებები ასევე ექსპერტიზის დასკვნები და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ დადასტურებულია საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს სწორედ ბრალად წარდგენილი ქმედება”, – განაცხადა პროკურორმა.
გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე – მკვკელობაში ბრალდებულებს დავით დეკანოსიძეს და თორნიკე კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა.
დღევანდელ პროცესს არ დასწრებია ბრალდებული თორნიკე კაჭარავა, რომელიც სხვა საქმეზე უკვე იხდის სასჯელს პენიტენცირში, დავით დეკანოსიძე კი მიმალვაშია.
