Friday, July 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ალეკო ელისაშვილის ცოლის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

July 10, 2026
ალეკო ელისაშვილის ცოლის პირველი კომენტარი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ალეკო ელისაშვილის მეუღლე ირინა კილოსანიძე აცხადებს, რომ ელისაშვილის მიმართ გამოტანილი 13 წლიანი პატიმრობის განაჩენი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ვერდიქტი ჯერ კიდევ 8 თვის წინ იყო მიღებული, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ელისაშვილს ტერორისტულ აქტში დასდო ბრალი.

პოლიტიკოსის მეუღლე ამბობს, რომ დაკავებული პოლიტიკოსი ხმნედ და ოპტიმისტურად არის განწყობილი, ადვოკატები კი განაჩენს ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი გვქონდა. ალექსანდრეც იქიდან ადვოკატების მეშვეობით ამას გვითვლიდა, რომ “არ ინერვულოთ, განაჩენი იქნება ყველაზე მკაცრი”. ვარაუდობდა, რომ 12-13 წელს მიუსჯიდნენ და ახდა მისი მოლოდინიც.

“რა თქმა უნდა, ეს განაჩენი დადგა 8 თვის წინ, როდესაც პაპუაშვილმა პირველად გამოაცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი. ეს განაჩენი მაშინ გადაწყდა და მაშინ მიუსაჯეს რეალურად და დანარჩენი, მთელი 8 თვის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ცირკს, რომელიც იმართებოდა აი, ამ შენობაში და მართავდნენ ამ შენობის თანამშრომლები. უბრალოდ, დღეს მათ, ფაქსით მოუვიდათ “ქართული ოცნებისგან” იმეილი თუ წერილი, თუ როგორც არის, რომ ეს განაჩენი უნდა გამოაცხადოს გიორგი გელაშვილმა და მან “ქართული ოცნების” დავალება შეასრულა და განაჩენიც გამოაცხადა.

რამდენადაც ვიცი, ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანციას გაივლიან ადვოკატები და… ალექსანდრე არის კარგად, ალექსანდრემ შეგნებულად გააკეთა ის, რაც გააკეთა. მან გამოხატა პროტესტი, ის მზად იყო ამისთვის.

ესე იგი, 11 სექტემბერიც ტერორიზმი იყო, ეს რაღაცა ორი ქილა ბენზინის მისხმა მეტლახის იატაკზეც ტერორიზმია. გვახსოვს, რომ 11 სექტემბერს ჯერ ნგრევა მოჰყვა, მერე 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ანუ ალექსანდრეს ქმედება ბინ ლადენის ქმედებას გაუთანაბრეს და რავიცი, სასაცილოა ეს ყველაფერი.

მთავარია, რომ ალექსანდრე არის ძალიან კარგად, ერთი წიგნი უკვე დაწერა. ახლა ამუშვებს მეორე წიგნის იდეას. მხნედ არის, ოპტიმისტურად” – ამბობს ელისაშვილის მეუღლე, ირინა კილოსანიძე.

“ძლიერი საქართველოს” წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა – გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ დადასტურებულია, რომ 2015 წელს, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობა დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ ჩაიდინეს
  • “დამაფასე ოქრიკ, შეიძლებოდა მეტიც…” – ნინო ჯღარკავა მაია დარსმელიძის დაჯარიმებას ეხმაურება
  • დაინტერესდება თუ არა გამოძიება ოთარ ფარცხალაძით გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე? – რას ამბობს პროკურორი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge