ირაკლი კობახიძის ხსენების შემდეგ მოსამართლე გიორგი გელაშვილი ალეკო ელისაშვილს პროცესიდან გაძევებით დაემუქრა – დღეს საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს.
ამ წუთებში სხდომაზე საბოლოო სიტყვით სარგებლობს ალეკო ელისაშვილი. მან მისი სიტყვა სწორედ კობახიძის მიერ მასზე გაკეთებული დღევანდელი განცხადების შეფასებით დაიწყო.
“ციხეშიც მითხრეს რა კარგად იბრძვიანო ადვოკატები. მაგრამ ვიცით რომ ამაო ბრძოლაა, წინასწარ გადაწყვეტილია ყველაფერი. კობახიძემ წინასწარ შეახსენა სასამართლოს ტერორისტიაო”, – განაცხადა ელისაშვილმა.
“ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგ შეაწყვეტინა სიტყვა მოსამართლემ ბრალდებულს და უთხრა მხოლოდ საქმის ირგვლივ ესაუბრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ გაძევებით დაემუქრა.
