Friday, July 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს” – ალეკო ელისაშვილის ადვოკატი

July 10, 2026
“მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს” –  ალეკო ელისაშვილის ადვოკატი

მცდელობისთვის. ჩვენი მოთხოვნა იქნება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან და დადგეს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მას რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად 6 წელი მიუსაჯა, საქართველოში კი პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა, მოსალოდნელია, რომ მრავალი წლით გაუშვან საპატიმროში.

„დაცვის მხარე წარვადგენთ დასკვნით სიტყვას, შევაჯამებთ იმ მტკიცებულებებს, რომელიც ღია სხდომაზე იყო გამოკვლეული და, ფაქტობრივად, არცერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ქმედებას [29 ნოემბერს ცეცხლის გაჩენას მოქალაქეთა მომსახურების ცენტში] შეეძლო იმ აპოკალიფსური შედეგების გამოწვევა, რაც კანონის მიხედვით შეიძლება ტერორისტულ აქტად შეფასდეს.

ტერორისტული აქტი გულისხმობს მძიმე შედეგებსა და მძიმე საფრთხეების წარმოქმნას. ჩვენ მთელი პროცესის განმავლობაში მოსამართლე გვეუბნებოდა, რომ გაჩენილ ხანძარს რომ გამოეწვია სასამართლო შენობის სრული განადგურება, 25-მილიონიანი ზარალი და სასამართლოს ფუნქციონირების შეწყვეტა, ეს არის ჰიპოთეზა, ჰიპოთეზური განვითარება და ამ ჰიპოთეზური განვითარებისთვისაც კი ერთი მტკიცებულებაც არ ყოფილა წარმოდგენილი.

როდესაც გამოძიებამ დანიშნა ექსპერტიზა სანთებელაზე, იმის გასარკვევად, სანთებელა ფუნქციონირებდა თუ არა, ძალიან უცნაურია, როდესაც არ დაინიშნა ექსპერტიზა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო თუ არა შენობა-ნაგებობის განადგურება.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში პროკურორი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თურმე 1970 წელს აშენებული სასამართლოს ძირითადი, ექვსსართულიანი შენობა და 2014 წელს აშენებული მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, რომელიც ეზოშია და 8 მეტრით არის დაშორებული ძირითად შენობას, თითქოს ერთი შენობაა, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერებითაც გამორიცხულია.

ჩვენი მოლოდინია, რომ ელემენტარული სამართლიანობისა და გონივრულობის პირობებში შეუძლებელია, გამამტყუნებელი გადაწყვეტილება დადგეს ტერორისტული აქტის მცდელობისთვის. ჩვენი მოთხოვნა იქნება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან და დადგეს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსული სასამართლოს განაჩენით მას მისჯილი აქვს 6-წლიანი სასჯელი ომში მონაწილეობისათვის და უკრაინის დახმარებისათვის, ასევე ფიზიკური დაპირისპირებისთვის ის იდევნება და არაერთხელ დაექვემდებარა ცემასა და დამამცირებელ მოპყრობას, ასევე როდესაც მის მიმართ მოქმედებდა პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტი, არსებობს კონკრეტული ოფიციალური დაკავების ოქმი, ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება მრავალი წლით მისი ციხეში გაშვება. ელემენტარული სამართლიანობის პირობებში მის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი”, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ცნობისთვის, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დავით დეკანოსიძესა და თორნიკე კაჭარავას პატიმრობა შეეფარდათ
  • თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე ტროტუარი ჩავარდა
  • ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge