Friday, July 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

უკრაინის მხარდაჭერა კონფლიქტის თანამონაწილეობას ნიშნავს – რუსეთი NATO-ს მიმართავს

July 10, 2026
უკრაინის მხარდაჭერა კონფლიქტის თანამონაწილეობას ნიშნავს – რუსეთი NATO-ს მიმართავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს წევრ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება და რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მხარდაჭერა, მოსკოვის შეფასებით, მათ კონფლიქტის თანამონაწილეებად აქცევს.

უწყებაში გამოცემა Известия-ს განუცხადეს, რომ რუსეთმა აღნიშნულ საკითხზე ალიანსის წევრი სახელმწიფოები როგორც დიპლომატიური არხებით, ისე საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილა. მოსკოვის მტკიცებით, NATO უკრაინის გარშემო კრიზისის ესკალაციას უწყობს ხელს, რაც ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი კომპონენტების, ასევე სხვა შეიარაღების საწარმოების შექმნა კონფლიქტის გახანგრძლივებას ემსახურება. ამავე კონტექსტში სამინისტრო უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებასა და ზოგიერთი ქვეყნის მიერ საკუთარი საჰაერო და საზღვაო სივრცის გამოყენების ნებართვასაც ასახელებს.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისა და მათი კომპონენტების, ასევე სხვა შეიარაღების საწარმოო ობიექტების შექმნა უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურებისკენ გადადგმული აშკარა ნაბიჯია. ამავე რიგს მიეკუთვნება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება და ზოგიერთი წევრი ქვეყნის მიერ საკუთარი საჰაერო და საზღვაო სივრცის გამოყენების ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად“, – ამბობენ რუსი მაღალჩინოსნები.

განცხადებაში ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბიც არის ნახსენები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ის უკრაინის მიერ რუსეთის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

მოსკოვი აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯები „შორსმიმავალ შედეგებს“ გამოიწვევს და რუსეთის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს „გადამწყვეტი და გამანადგურებელი პასუხი“ მოჰყვება. უწყების თქმით, რუსეთი იტოვებს უფლებას, მის მიმართ არსებულ საფრთხეებს ყველა არსებული ძალითა და საშუალებით უპასუხოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • RAF Georgia-ს ტურნირამდე მსოფლიოში ცნობილმა სპორტსმენებმა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
  • მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სასამართლო პროცესიდან გააძევა
  • კობახიძის ხსენების შემდეგ მოსამართლე გელაშვილი ელისაშვილს პროცესიდან გაძევებით დაემუქრა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge