ე.წ. ქურდული გარჩევების საქმე – ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმას, ლევან შუკაკიძეს და კიდევ 15 დაკავებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
“ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 16-ვე ბრალდებულმა თავი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
საპროცესოს პირობები ასეთია – მათ ვისაც პროკურატურა, “ქურდულ სამყაროს” წევრობას ედავება 1 წელი ციხე და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი. ასეთი 4 პირია.
8 პირს, ვისაც “ქურდული სამყაროს” მხარდამჭერას ედავებიან – 6 თვე რეალური სასჯელი და 2 პირობითი.
4 ბრალდებულს კი, ვისაც “ქურდული სამყაროსთვის” მიმართვას ედავენიან, 2 წელი პირობითი, ისინი დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ესენი არიან დავით გელაშვილი, ალეკო ხითარიშვილი, ლუკა სულაბერიძე და ალეკო ჩიტაშვილი.
მათ გათავისუფლების შემდეგ “ტვ პირველთან” საუბარი არ ისურვეს და არცერთ კითხვას არ უპასუხეს.
“ტვ პირველთან” სასამართლო სხდომის შემდეგ ისაუბრა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ.
“საპროცესო შეთანხმება არის, როგორც ბრალდებულის ნების გამოვლენა, როგროც აღიარებით, ისე პროკურატურის დისკრეციული უფლება-მოვალეობა. შესაბამისად რის საფუძველზე უნდა გაფორმებულიყო – ბრალდებულმა გამოავლინა ნება-აღიარა დანაშაული და პროკურატურამ გამოიყენა მისი დისკრეციული უფლება-მოვალეობა.
ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა “ქურდული სამყაროს” წევრობა. არავინ არავის ჯგუფის წევრი არ იყო. რომელ ბრალდებასაც ედავებოდა პროკურატურა, დამთავრდა სისხლის სამართლის საქმე, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ბრალდებულმა აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება”- განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ.
16 პირის ვინაობა, ვინც ბრალი აღიარა:
1- ლუკა სულაბერიძე.
2- ლევან შუკაკიძე.
3- გიორგი წიკლაური.
4- გიორგი ჩადუნელი.
5- რევაზ წამალაშვილი.
6- დავით გელაშვილი.
7-ალეკო ხითარიშვილი.
8-იოსებ გოგოსაშვილი.
9- თამაზ პატაშური.
10- თორნიკე ზარიძე.
11 ავთანდილ ფიცხელაური.
12 რევაზ კარამანოვი.
13 ალეკო ჩიტაშვილი.
14 გიორგი ლობჟანიძე.
15 გიორგი მელიქიშვილი.
16 გერონტი ტუშური.
