Friday, July 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოში მცხოვრებ ირანელ აქტივისტებს სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებათ

July 9, 2026
საქართველოში მცხოვრებ ირანელ აქტივისტებს სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებათ

საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ – ადამიანებს, რომლებიც აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებათ.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, ირანის მოქალაქეების ნაწილს პასპორტის ვადები ეწურებათ, თუმცა საელჩო ახალი დოკუმენტების გაცემაზე უარს ამბობს.

საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი ირანელი “ტვ პირველთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ საელჩოს მათი ფოტოები აქვს, ვინც აქციაზე იმყოფებოდა და მათ მომსახურებაზე უარს ამბობენ.

“საელჩო პასპორტს და ნებისმიერ დოკუმენტს არ გაძლევენ იმიტომ, რომ რეჟიმის და საელჩოს თვალში საზღვარგარეთ ყველა მომიტინგე დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს. როცა მიდიხარ საელჩოში გეუბნებიან, დაელოდეთ, მათ უნდათ შენი სახე შეადარონ იმ ფოტოებს და ვიდეოებს საელჩოს წინ გადაიღონ და თუ გაიგეს, რომ შენ აქციაზე იყავი, მომსახურეობას არ გაგიწევენ. ჩვენ ირანელები ვართ და ახლაც, უცხო ქვეყანაში უპატრონოდ ვართ,” – განაცხადა მან.

ერთ-ერთი ირანის მოქალაქე, რომელსაც დეპორტაცია ემუქრება იმან აღსარია, ის 2026 წლის მაისში დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნიდან აძევებენ. მისი ადვოკატი აღნიშნავს, რომ აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ იმან აღსარის პროტესტის გამო, მის დაცვის ქვეშ მყოფს ირანში დეპორტაციის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება.

უფლებადამცველის თქმით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში უკვე გაასაჩივრეს და განცხადებით მიმართა საწართველოს სახალხო დამცველსაც.

“ბატონი იმანის განმარტებით, იგი ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი და სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას. მისი განცხადებით, გარემოებების გამო, ირანში დაბრუნების შემთხვევაში, მას სიცოცხლისა და უსაფრთხოების მიმართ რეალური საფრთხის არსებობის ეშინია. მან არაერთხელ მიმართა ირანის საელჩოს საქართველოში პასპორტის მისაღებად და ამბობდა, რომ მოქმედების ვადა იწურება, გაგრძელების მოთხოვნით მიმართა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტები ვერ მიიღო.

გაძევება მოხდება, რადგან უკვე მიღებულია ეს გადაწყვეტილებაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ და ჩვენ ეს უკვე გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მე განცხადებით მივმართე საქართველოს სახალხო დამცველს, ამ ეტაპზე სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს, მის მიმართ მიღებული გაძევების გადაწყვეტილების კანონიერებას და საქმის შესაბამის გარემოებებსაც,” – ამბობს იმან აღსარის ადვოკატი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ” ომი არ დასრულებულა – ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი სცენარისთვის”- ბენიამინ ნეთანიაჰუ
  • “ნატოში გაიზარდა იმ ხმების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას”- ზელენსკი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge