Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

1 500-ზე მეტი ყალბი ანგარიში გამოიყენეს იმედის პოსტზე მოწონებების გასაზრდელად – ISFED

July 9, 2026
1 500-ზე მეტი ყალბი ანგარიში გამოიყენეს იმედის პოსტზე მოწონებების გასაზრდელად – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები განცხადებას ავრცელებს, რომელიც 26 მაისს დასანქცირებული TV იმედის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონებების გასაზრდელად ტროლებისა და ბოტების გამოყენებას შეეხება.

გთავაზობთ მონიტორინგის შედეგებს უცვლელად:

2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება იმედის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი წარწერით “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი”, რომელზეც, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან – მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული.

მოცემულ პოსტში ივანიშვილის გამოსახვას სოციალური მედიის მომხმარებელ მოქალაქეებში ძირითადად უარყოფითი ინტერაქცია, მათ შორის კრიტიკული და სარკასტული კომენტარები და სიცილის რეაქციები, მოჰყვა. მოგვიანებით პოსტის რეაქციებს შორის თანაფარდობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და მყისიერად გაიზარდა მოწონებების რიცხვი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულ პოსტზე ინტერაქცია მასშტაბურად და კოორდინირებულად იყო ხელოვნურად გაზრდილი.

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა იმედის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად. ანგარიშების შესწავლამ აჩვენა, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ერთმანეთთან დაკავშირებული ნიშნებით გამოირჩევა. პროფილები ხშირად შექმნილია ერთსა და იმავე დღეს ან დროის მცირე ინტერვალში, იყენებენ მსგავსი ტიპის ვიზუალურ მასალას, იწერენ იდენტურ გვერდებს, აზიარებენ ერთსა და იმავე პოსტებს და ავლენენ კოორდინირებული ქცევის სხვა მახასიათებლებს. გამოვლენილი გარემოებების შედეგად იკვეთება, რომ ეს ქსელები ქმნიან ყალბი ანგარიშების უფრო ფართო ქსელს ქართული ოცნების სასარგებლოდ, რომლის მიზანიც სოციალური მედიის პლატფორმაზე პოპულარობისა და მხარდაჭერის შთაბეჭდილების ხელოვნურად შექმნაა.

განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ილჰამ ალიევმა დაამტკიცა შეთანხმება საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge