Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურის განცხადებით, 11 წლის წინ თბილისში მომხდარი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია

July 9, 2026
პროკურატურის განცხადებით, 11 წლის წინ თბილისში მომხდარი გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქაიას თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.

2015 წლის 25 დეკემბერს, თორნიკე კაჭარავა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7,65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №3ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ბრალდებულებს, თორნიკე კაჭარავას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით”, – განაცხადა მიქაიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “როგორ უნდა მოიწვიო ასეთი ორგანიზაცია, რომ შეგიფასოს არჩევნები” – კახა კალაძე ეუთოზე
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2664 ფაქტი გამოავლინა
  • გიორგი კვარაცხელიას დედის პირველი კომენტარი 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გახსნის შემდეგ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge