გაშიფრულია თაღლითური სქემა, რომლითაც ასზე მეტი ადამიანი მოატყუეს – საქართველოს და რუსეთის მოქალაქეები ხალხს ფულის ინვესტირებაში არწმუნებდნენ, ჰპირდებოდნენ მოგებას, საბოლოოდ კი ათი ათასობით ლარი მიითვისეს.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, დაზარალებულები უყვებიან, რომ თანხები, რომელიც არარსებულ ვებ პლათფორმაში ჩადეს, უბრალოდ გაქრა. თაღლითობის ძირითადი სამიზნე ევროპაში მცხოვრები ემიგრანტები იყვნენ.
მოქალაქეებმა უკვე მოახერხეს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ამ თაღლითური სქემის ორგანიზატორები იყვნენ. მათი ინფორმაციიტ, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ახლა სავარაუდოდ, აჭარაში იმყოფება, უჩა ურუშაძეა.
“ელექტრონული საფულეებია. მასზე გვაქვს მიბმული ეს აპლიკაცია “პიტნესტი” და ამის საშუალებით ჩვენ ვაკეტებდით ინვესტიციას ტეზერის მონეტით. ბატონი ურუშაძე გვიმტკიცებდა, რომ ჩვენ ვიყავით ძალიან სერიოზულ სისტემაში, ჩვენი ინვესტიციები იყო დაცუი სანამ იქნებოდა ინტერნეტი ეს თანხები იმუშავებდა. ანუ ჩვენ გავხდებოდით მილიონერები. არ ვიცი, ისე იყო სისტემა შეფუთული, ამ ადამიანს ჩვენი შეტანილი ინვესტიციებიდან ერიცხებოდა ძალიან სერიოზული ბონუსები. დღეში, თუ არ ვცდები, ეს ადამიანი მარტო ბონუსებით 2 ათას დოლარზე მაინც ადიოდა. მერე თვითონ ეს ადამიანი, ვინც დაარეგისტრირა, ვიღაც იყო რუსი, ალექსანდრე ნუსი, თუ არ ვცდები. მერე დაგვამატა თვითონ რუსულ და უკრაინულ ჩატებში . იყო იქ ერთ-ერთი ორგანიზაცია “სამი მუშკეტერი”, სევენ ლაბის ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს რუსებმა, ისინიც ატარებდნენ რუსულენოვან ზუმის ჩანაწერებს და კომპიუტერებში გვაჩვენებდნენ, ვითომ ჩვენი თანხები როგორ მიდის დეცენტრალიზებულ ბირჟაზე. საქმე არის 80 ათასებზე და 100 ათასებზე. ხალხს დააკარგვინეს ბინები. ძალიან ბევრ ემიგრანტია ამაში ჩართული. ასაკიანი ხალხი” – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
ხალხი გამოძიების დაწყებას ითხოვს და ოფიციალური განცხადებით უკვე მიმართეს გენერალურ პროკურატურასაც.
