რუსეთის ძალებმა 8 ივლისის ღამეს კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დარტყმების შედეგად ხანძრები გაჩნდა დესნიანსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში.
სვიატოშინსკის რაიონში ცეცხლი ადმინისტრაციულ შენობასა და სასაწყობე ფართებს გაუჩნდა, დაზიანდა ასევე ავტოფარეხების კოოპერატივი, ადმინისტრაციული შენობა და ტრამვაები. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, მოგვიანებით დადასტურდა ერთი ქალის დაღუპვაც.
ამასთან, კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ერთ-ერთ დეპოში 42 ტრამვაის ვაგონი დაზიანდა. მათი აღდგენას, სავარაუდოდ, დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.
