ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ პირველ სართულზე, ბულვარის მხარეს, სადაც რესტორანი ფუნქციონირებს, ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
ცეცხლი ლოკალიზებულია, ამ წუთებში, მეხანძრე მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
