Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოწმე პოლიციელმა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩვენება 5 თვის დაგვიანებით მისცა

July 7, 2026
მოწმე პოლიციელმა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩვენება 5 თვის დაგვიანებით მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტიკოსის საქმე ბრალდების მხარის 5 მოწმე-პოლიციელის დაკითხვით დასრულდა.

დღეს გამოკითხულმა მოწმეებმა სასამართლო დარბაზში განაცხადეს, რომ მათ პირადად მოისმინეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული მოწოდებები საპროტესტო აქციების დროს.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა მოსმენილ მოწოდებებზე რეაგირება დაუყოვნებლივ, ერთ-ერთი მოწმე-პოლიციელი, ირაკლი მარსაგაშვილი “პირველებს” გვეუბნება, რომ გამოძიებას ინფორმაცია მაშინ მიაწოდა, როდესაც დაიბარეს, ანუ რამდენიმე თვის შემდეგ.

“როცა დამიბარეს [მაშინ მივაწოდე ინფორმაცია],” – ამბობს ირაკლი მარსაგაშვილი.

უფლებადამცველის, ომარ ფურცელაძის თქმით, მოწმე 2025 წლის მაისში დაიკითხა, რა დროსაც მას გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით კონკრეტული გარემოებები არ ახსოვდა, თუმცა მომხდარიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ სასამართლო დარბაზში კონკრეტული განცხადებები გაიხსენა.

“ეს ადამიანი გამოკითხული იქნა 2025 წლის მაისში, თვითონ გამოიკითხა მშვიდ გარემოში, დარწმუნებული ვარ, გამომძიებელთან, სადაც მან თქვა, რომ არ ახსოვდა გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით კონკრეტული გარემოებები, არ ახსოვდა არც მისი ჩაცმულობა, არც როდის ნახა, არც სად ნახა, არც ის თუ რა განცხადებებს აკეთებდა გიორგი ვაშაძე. ვინმემ რომ წარმოიდგინოს, რომ შემთხვევიდან 6 თვის მერე ადამიანს არ ახსოვდა არაფერი გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთი წლის შემდეგ, ანუ შემთხვევიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ გაიხსენა უკვე სასამართლოში მოსულმა, რომ თურმე კონკრეტულად რა განცხადება უთქვამს, ბუნებრივია ეს არის რეფლექსია გასულ სასამართლო სხდომებთან დაკავშირებით, წინა მოწმეებზე ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე პასუხი პროკურატურის და მოწმეების მხრიდან და არა ის რეალობა, რაც ვინმემ ნახა საკუთარი თვალით.

შესაბამისად ამ მოწმეების ვინაობას და სახელს და გვარსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ასევე მათ მოწოდებულ ინფორმაციასაც. ყველა მომდევნო მოწმის ჩვენება არის, გარკვეულწილად, რეფლექსია და ინსტრუქტაჟი წინა მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებზე.

გამოძიების ეტაპზე არ ახსოვდა გიორგი ვაშაძე, მაგრამ ახსოვდა სხვა ადამიანები, დღეს არ ახსოვდა სხვა ადამიანები და გაიხსენა გიორგი ვაშაძე,” – განაცხადა ომარ ფურცელაძემ.

ადვოკატის, არჩილ ჭავჭანიძის თქმით, მოწმემ სასამართლოში განაცხადა, რომ მან დაინახა ბრალდებული პოლიტიკოსები და გაიგონა მათი სიტყვები – “ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური”, “ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით”, “ეს არის რუსული ხელისუფლება” – თუმცა არ ახსოვს, რომელი პოლიტიკოსი კონკრეტულად რას ამბობდა.

“არცერთი მოწმის ჩვენება სარწმუნო არ არის გამომდინარე იქიდან, რომ ისინი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე ვერ მიუთითებენ და ყველა მათგანი საუბრობს ვარაუდებზე, მაგალითად მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართებით მათ თქვეს, რომ ფრაგმენტულად ახსოვს რაღაც სიტყვები, თუმცა ის ვერ გაიხსენა და ვერ მიუთითა კონკრეტულად, რომ მამუკა ხაზარაძე, ან ბადრი ჯაფარიძე მოუწოდებდა რომელიმე მოქალაქეს ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისკენ, ან პარლამენტში შეჭრისკენ. ახსოვს სიტყვები, რომ პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილები, თუმცა ამასაც ვერ აკონკრეტებს რომელ კონკრეტულ სიტყვებს რომელი პოლიტიკოსი ამბობდა და პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადების გამო ედავება პროკურატურა. მოწმემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, ეს არის რუსული ხელისუფლება,” – ამბობს არჩილ ჭავჭანიძე.

8 პოლიტიკოსის საქმეზე მომდევნო პროცესი ხუთშაბათს, 9 ივლისს გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია რა სასჯელი დაეკისრა დავით სვანაძეს, რომელმაც კახა კალაძეს შეურაცხყოფა მიაყენა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • “ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი…” – რას ამბობს დონალდ ტრამპი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge