Tuesday, July 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არ მიხარია…ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა” – კადიროვი მომავალ არჩევნებში ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე კვლავ წარადგინეს

July 7, 2026
“არ მიხარია…ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა” – კადიროვი მომავალ არჩევნებში ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე კვლავ წარადგინეს

ჩეჩნეთის მოქმედი ლიდერი რამზან კადიროვი მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის კანდიდატად წარადგინეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის მომავალ არჩევნებში.

გადაწყვეტილება გროზნოში გამართულ პარტიის რეგიონული ორგანიზაციის კონფერენციაზე ერთხმად მიიღეს.

“სიმართლე რომ ვთქვა, არ მიხარია, რომ არჩევნებში ვმონაწილეობ. მე რომ მეკითხებოდნენ, სხვა კანდიდატს ავირჩევდი, რადგან ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. რესპუბლიკაში დიდი შრომაა ჩადებული, დღეს კი გვყავს გუნდი, რომელიც საათივით მუშაობს.” – თქვა კადიროვმა.

მისივე თქმით, “იძულებულია” არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

“დარწმუნებული ვარ, ხალხი მხარს დამიჭერს. თუ ხალხი მხარს დამიჭერს, მზად ვარ, ხალხს ვემსახურო.” – თქვა კადიროვმა.

ივლისის დასაწყისში კადიროვი პირველად 2007 წლის შემდეგ არ მოხვდა ერთიანი რუსეთის ჩეჩნური ორგანიზაციის იმ კანდიდატთა სიაში, რომლებიც სახელმწიფო დუმის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. 2021 წლის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებზე, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მან ხმების 99.7% მიიღო.

ბოლო წლებში რუსული და საერთაშორისო მედია, ასევე ტელეგრამ არხები არაერთხელ ავრცელებდნენ ცნობებს კადიროვის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. 2024 წლის აპრილში ნოვაია გაზეტა ევროპა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კადიროვს 2019 წელს პანკრეასის ნეკროზის დიაგნოზი დაუსვეს. თავად კადიროვს ეს ინფორმაცია საჯაროდ არ დაუდასტურებია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნატო-თი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი…” – რას ამბობს დონალდ ტრამპი
  • “ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგარისგან მოვამზადე…გარგარი სომხეთში მიმდინარე ცვლილებების სიმბოლოა” – მარტა კოსი
  • ელისო კილაძის პროცესი – უფლებადამცველების თქმით, დაკითხულ მოწმეებს ელისო კილაძესთან შეხება არასდროს ჰქონიათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge