მსახიობი მარინა კახიანი ჟურნალ „გზასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თეატრისთვის საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო. მსახიობი აცხადებს რომ სწორედ კარიერის გამო არ გააჩინა მეორე შვილი.
„ზოგჯერ ვფიქრობ, რომ პროფესიამ ჩემი მეორე შვილი შეიწირა: მინდოდა, მეორეც გამეჩინა, მაგრამ იმ ეტაპზე არ ვჩქარობდი. არ გავაჩინე და წლების შემდეგ ეს გადაწყვეტილება ვინანე. ჩემი შვილისთვისაც კარგი იქნებოდა, რომ კიდევ ერთი და ან ძმა ჰყოლოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი და ჰყავს. ისინი მამით ერთნი არიან და საუკეთესო ურთიერთობა აქვთ… ჩემს ყველა დარდს აქარვებს ჩემი პატარა ალექსანდრა მატარაძე – უმცროსი შვილიშვილი, რომელიც ახლა სამი წლისა და 4 თვისაა. ჩემი შვილი ხუმრობს, სიჯიუტით ბებიას ჰგავსო, მაგრამ ასე არ არის…“ – განაცხადა მარინა კახიანმა