Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა…” – რას ამბობს კირცხალია პარლამენტში ჩხუბზე

July 6, 2026
“ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა…” – რას ამბობს კირცხალია პარლამენტში ჩხუბზე

სენეგალში, ერთ-ერთმა კოლეგამ ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი, თუ ხელი. ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე – ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოთხოვნას, რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნებისა“ და გახარიას პარტიის წევრებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება.

როგორც ირაკლი კირცხალია მიიჩნევს, საზოგადოებას მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებში ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს, რისი გამოძიების პრეცედენტი არ არსებობს.

„სულ სამი ფაქტი მოიძიეს ათი დღის „საფუძვლიანი ძებნის“ შემდეგ. თუ არ ვცდები, ერთი იყო ბრიტანეთში, სადაც საპარლამენტო კორპორაციულ საღამოზე, მგონი, კარაოკე საღამო იყო, დეპუტატებმა იჩხუბეს და ერთმა მეორეს დაზიანება მიაყენა, რომელიც მსგავს თემაში აქამდე შემჩნეული იყო.

მეორე ფაქტი მოიძიეს საბერძნეთში, სადაც რეალურად მძიმე დაზიანება ჰქონდა დეპუტატს – როგორც ვიცი, მოტეხილობები ჰქონდა სახის არეში, მაჯის არეში. მძიმე დაზიანება მიიღო ამ დეპუტატმა.

მესამე – სენეგალში ერთ-ერთმა კოლეგამ ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი, თუ ხელი, რა მნიშვნელობა აქვს, ფეხმძიმე ქალს დაესხა ქალს და არ ვიცი, ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და მე თვითონ ვიქნები, პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშუამდგომლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ, ამ ბრალდებასთან დაკავშირებით აღიძრას რაიმე საქმე, თუ ბატონი ფარულავა წარმოადგენს ორსულობის ცნობას. რაც შეეხება ამ ჟივილ-ხივილს და თემის აწევას, ყველაფერი ქნეს აბსოლუტურად, ამიტომ ვამბობ, რომ რეალურად შემთხვევით არიან პარლამენტში მოხვედრილი, ზუსტად ის ჯგუფი რომელიც მოხვდა, ის დივიზია, ის ნარჩენი დივიზია. რეალურად, ერთი, ტრიბუნასთან არ უტირიათ, დანარჩენი ყველაფერი გააკეთეს. თავიანთივე კვლევით, თავიანთივე გამოძიებით და პრეცედენტების მოძიებით დაამტკიცეს ის, რასაც ვამბობდით, რომ პრეცედენტი არ არსებობს. ასობით და ათასობით ჩხუბი უნახავს მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანაში პარლამენტში“, – განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, 26 ივნისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია…” – რას წერს ნიკა გვარამია
  • მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა
  • “ჯო უილსონს ასეთი რა გადაუხადეს, რომ ჯამაგირი ვერ ამოიწურა, ქართველ ხალხს 2024 წელს გაკეთებულ არჩევანს ვერ პატიობენ” – დავით მათიკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge