Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ალეკო ელისაშვილის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს

July 6, 2026
ალეკო ელისაშვილის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

“ვისაუბრე იმ ძირითად მტკიცებულებებზე, რომელიც მიმაჩნია, რომ ადასტურებს ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ტერორისტული აქტის მცდელობის ჩადენის ფაქტს, ვისაუბრე იმ ვიდეოჩანაწერზე, რომელზეც დეტალურად არის აღწერილი ბრალდებულის მოქმედებები, ასევე ვისაუბრე მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე, ნივთიერ მტკიცებულებებზე, რომლებიც ამოღებულია და ასევე, ბრალდებულის მიზნებზე, რომელიც ცალსახა იყო, რომ

არსებობდა ტერორისტული მიზანი ალექსანდრე ელისაშვილის მხრიდან, სწორედ ამ მიზნით ცდილობდა ის სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას, ამ მიზნით ცდილობდა ის სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდებას და იქ მყოფი პირებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნას.

ბრალდების მხარე მოქმედი კანონმდებლობით კონკრეტულ სასჯელს არ ითხოვს, გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. ჩვენ დაზარალებულის [სასამართლოს] წარმომადგენელი დავკითხეთ, რომელმაც დააფიქსირა პოზიცია მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. მან გვითხრა, რომ ქმედების დასრულების შემთხვევაში, ზიანი 25 მილიონზე მეტი ლარის იქნებოდა. თუმცა, ქონებრივი ზიანის გარდა, ქმედების დასრულების შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევა მოხდებოდა. სისხლის სამართლის კოდექსი დასრულებულ ქმედებასა და მცდელობასთან მიმართებით რამე ტიპის განსხვავებას არ ცნობს ქმედების კვალიფიკაციის დროს”,- აცხადებს ხუბეჯაშვილი.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სენეგალში, პარლამენტის ორი ოპოზიციონერი დეპუტატი ორსული კოლეგისთვის მუცელში ფეხის ჩარტყმის გამო დააპატიმრეს
  • მაკა ბოჭორიშვილის შესახებ დაწერილი Facebook სტატუსის გამო ემიგრანტი დააჯარიმეს
  • პარტია „დროა“ განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge