Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

July 6, 2026
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისის 23:00 საათიდან 21 ივლისის 08:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას – შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

„შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ რუსთაველის გამზირიდან (ზეთის ხილის ხიდან) რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე და გზას გააგრძელებენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით. კოსტავას ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცვლილება შევა N359 ავტობუსისა და N457 მიკროავტობუსის მარშრუტში. N359 ავტობუსი მარჯანიშვილის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან აღარ შევა რესპუბლიკის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებს კოსტავას ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობისას მარშრუტი არ იცვლება.

ასევე, N457 მიკროავტობუსი მარჯანიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან აღარ შევა რესპუბლიკის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებს თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას მარშრუტი აქაც არ იცვლება“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა…” – რას წერს რომან გოცირიძე
  • “ვინმე გივი ბერიაშვილი ჩემი შეურაცხყოფისთვის დაუჯარიმებიათ…მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს” – ანა წითლიძე
  • “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ახალი მოდელიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მოუწევს გეგმურზე დამატებით დაახლოებით 200 მლნ დოლარის მობილიზება” – მარიამ ქვრივიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge