Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა

July 6, 2026
“პატრიარქის დუმილი შემზარავია – ველოდები, რომ ხმას აიმაღლებს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით” – ალეკო ელისაშვილი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმე დასკვნით ეტაპზეა.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა მის დასკვნით სიტყვაში ისაუბრა, როგორ სცადა ელისაშვილმა ტერორისტული აქტის განხორციელება, როგორ შეუქმნა მან მანდატურის სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე და როგორ მოხდა პოლიტიკოსის დაკავება.

ხუბეჯაშვილის თქმით, ალეკო ელისაშვილისთვის ნიღბის ჩამოხსნა მას შემდეგ მოხდა, რაც ის დააკავეს. პროკურორის განმარტებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ელისაშვილს ჰკითხეს, თუ რას ერჩოდა მათ, რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ

“მას სურდა სასამართლოს გადაწვა და ამით მოეხდინა სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია”.

პროცესს არ ესწრება ალეკო ელისაშვილი, ვინაიდან ის სხდომათა დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე გაძევებულია.

დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე მომდევნო სხდომაზე წარმოთქვამს.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლია უცხოელი ინვესტორის გარეშე დარჩა…” – რას წერს რომან გოცირიძე
  • “ვინმე გივი ბერიაშვილი ჩემი შეურაცხყოფისთვის დაუჯარიმებიათ…მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს” – ანა წითლიძე
  • “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების ახალი მოდელიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მოუწევს გეგმურზე დამატებით დაახლოებით 200 მლნ დოლარის მობილიზება” – მარიამ ქვრივიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge