ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა.ც ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს ბინაში და-ძმა იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი თავის გადარჩენა შეძლო, თუმცა მისი დის გამოყვანა ვერ მოახერხა – ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეეძლო.
ხანძრის დროს ძლიერი დაკვამლიანება იყო, რის გამოც კორპუსის მცხოვრებლებს სუნთქვა უჭირდათ. მოქალაქეები შენობიდან მაშველებმა გამოიყვანეს.
კაცი, რომელმაც სახლიდან გამოსვლა მოახერხა, “პირველებთან” მომხდარს ქრონოლოგიურად იხსენებს.
“მაგარი ხანძარი იყო, ორნი ვიყავით, ვეუბნებოდი “გამოდი, გამოდი!” არ გამოვიდა. შიშით, ბოლი არ მოვიდეს, მეზობელმა რამე არ დაიწყოს პანიკა. არ გამოვიდა, კარი შიგნიდან დაკეტა, დამანებე თავიო”, – ამბობს კაცი.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ექსპერტ-კრიმინალისტები ადგენენ, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ვრცლად ნახეთ მარამ მაკასარაშვილის ჩართვაში.
