რეკორდულმა სიცხემ ევროპაში 3500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სინოპტიკოსების ცნობით, ტემპერატურამ სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში 45-47 გრადუსს მიაღწია.
ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მძიმე ვითარებაა ესპანეთსა და იტალიაში, სადაც ძირითადად ხანდაზმული ადამიანები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე მოქალაქეები დაიღუპნენ.
საფრანგეთსა და საბერძნეთში კი სიცხესთან ერთად გააქტიურებულმა ტყის ხანძრებმა მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული გახადა, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
სამეცნიერო ჟურნალ Nature-თან საუბარში კლიმატოლოგები აღნიშნავენ, რომ ევროპაში 40°C-მდე ტემპერატურა, მათ შორის ლონდონის მსგავსი ქალაქებისთვის, ისტორიულად ანომალიად მიიჩნეოდა, თუმცა მსგავსი მოვლენები მომავალში გაცილებით ხშირი გახდება.
„სიცხის ტალღები გაგრძელდება, სანამ გლობალური ემისიების შემცირებას ვერ შევძლებთ. ისინი უფრო ინტენსიური, უფრო ხშირი და უფრო ხანგრძლივი ხდება,“ — აცხადებს Samantha Burgess.
