Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა ძალიან სტრატეგიულ ქვეყანას პროკრემლისტურ ანკლავად აქცევს – ამერიკელი კონგრესმენი

July 4, 2026
საქართველოს მთავრობა ძალიან სტრატეგიულ ქვეყანას პროკრემლისტურ ანკლავად აქცევს – ამერიკელი კონგრესმენი

საქართველოს მთავრობა ძალიან სტრატეგიულ ქვეყანას პროკრემლისტურ ანკლავად აქცევს – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკ ვისიმ ეუთოს საპარლმენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გავლენიანი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება მშვიდობიანი “საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობით” განიმტკიცა.

სიტყვით გამოსვლისას მარკ ვისიმ თქვა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, მთავრობის ანტიკორუფციული ბიურო ახლა გამოიყენება როგორც “პოლიტიკური ინსტრუმენტი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შესავიწროებლად”.

როგორც ყველამ იცით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება განიმტკიცა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობით. მათ ასევე მოახდინეს ძალაუფლების კონსოლიდაცია მასობრივი დაპატიმრებების ორგანიზებითა და სახელმწიფო ინსტიტუტების იარაღად გამოყენებით. შესაბამისად, კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, მთავრობის ანტიკორუფციული ბიურო ახლა გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შესავიწროებლად. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რასაც ჩვენ აქ ყოველთვის ვებრძვით.
და მაშინ, როდესაც ქართველების 90% მხურვალედ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, მთავრობამ აქტიურად დაბლოკა ეს გზა. მან მიიღო რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონი დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად. დასავლური ინტეგრაციის მიტოვებით, ჩინეთთან კავშირების გაღრმავებითა და მოსკოვის ინტერესებთან თანხვედრით, მთავრობა ამ ძალიან სტრატეგიულ ქვეყანას პროკრემლისტურ ანკლავად აქცევს. ჩვენ არ გვსურს ძირი გამოვუთხაროთ ევროპულ უსაფრთხოებას, რაც რეგიონში ანტიდასავლური გავლენისთვის საშიშ დასაყრდენს შექმნიდა.
მე უბრალოდ მინდოდა ამის აღნიშვნა, რადგან ამჟამად მსგავსი ტიპის ბრალდებები ძალიან სერიოზულია. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამით ვასრულებ ჩემს სიტყვას.“- განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზეა დაგეგმილი 8 ივლისს, ახალი კრიტიკული რეზოლუციის დამტკიცება.

რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა
  • ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge