Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქსტატი სურსათის გაიაფებაზე საუბრობს, მოქალაქეები კი ამბობენ, რომ ფასების კლებას ვერ გრძნობენ

July 3, 2026
საქსტატი სურსათის გაიაფებაზე საუბრობს, მოქალაქეები კი ამბობენ, რომ ფასების კლებას ვერ გრძნობენ

საქსტატის მონაცემებით, ივნისში წინა თვესთან შედარებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 0,1%-ით შემცირდა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი 2%-ით გაიაფდა. სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 1,5%-ით შემცირდა რძის პროდუქტების, შაქრისა და ტკბილეულის, ასევე მწვანილის ფასი.

ფასების შემცირების შესახებ ოფიციალური სტატისტიკის მიუხედავად, მოქალაქეები აცხადებენ, რომ ყოველდღიურ საყიდლებზე გაიაფებას ვერ გრძნობენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილმა ფასების ვებგვერდმა, რომელზეც ფასდაკლებული პროდუქციის მოძიებაა შესაძლებელი, რეალური შედეგი ვერ გამოიღო.

“ოცნების” გუნდში კი აცხადებენ, რომ ფასების კლების ტენდენცია უკვე იკვეთება.

ამასთან, წლიურ ჭრილში ივნისში სურსათი კვლავ გაძვირებულია. „საქსტატის“ მონაცემებით, მომატებულია თევზეულის, ხორცის, ხილის, პურისა და ზეთის ფასი. წლიურმა ინფლაციამ 5,8% შეადგინა.

ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორისაა ქლიავი, რომლის ფასიც, მონაცემების მიხედვით, 98%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვნადაა გაძვირებული დიზელიც – 48%-ით. ათ ყველაზე გაძვირებულ პროდუქტს შორის მოხვდა კიტრი, ატამი და მსხალიც.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge