დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 2 არასრულწლოვანს დაეჯახა – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
მათი ცნობით, არასრულწლოვანები ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. დაშავებულებს მძიმე ტრავმები აქვთ მიღებული და დამატებითი კვლევებისათვის კატასტროფის ბრიგადა გამოიძახეს, რომელიც პაციენტებს თბილისში გადაიყვანს.
როგორც ცნობილია, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.
