Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საქართველოში სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, ჩვენი რეზოლუცია საკმაოდ ჰგავს წინას” – “ალდეს“ გენერალური მდივანი

July 3, 2026
“საქართველოში სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, ჩვენი რეზოლუცია საკმაოდ ჰგავს წინას” – “ალდეს“ გენერალური მდივანი

“ქართულ ოცნებას“ რისკენაც მოვუწოდებთ, არის ის რომ პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა და ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები , – ამის შესახებ “ალდეს“ გენერალურმა მდივანმა დიდრიკ დე შაცენმა “ტვ პირველს“ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში, სამწუხაროდ, სიტუაცია არ უმჯობესდება და რეზოლუცია, რომლის მიღებასაც გეგმავენ, ძალიან ჰგავს წინას.

“ვწუხვარ, რომ უნდა ვთქვა, მაგრამ სიტუაცია არ გაუმჯობესებულა და ჩვენი რეზოლუცია საკმაოდ ჰგავს წინას. საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია და პატიმრებს კი მკურნალობის უფლებისთვის ბრძოლა უწევთ.
თუ “ქართული ოცნება“ აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვიღებთ რეზოლუციებს, გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას და ისურვებდა, რომ ეს არ ხდებოდეს, მაშინ ეს უკვე ინდიკატორია. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას აკეთებენ, და რასაც აკეთებენ, არის ის, რომ კვლავ ახშობენ განსხვავებულ აზრებს. სოციალურ ქსელშიც კი. და ეს არის ჩვენი შეშფოთების საგანი, და ეს არ შეიცვლება. რისკენაც მოვუწოდებთ, არის ის რომ პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა, უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს. ევროკავშირი სწორედ ეს არის” – განაცხადა დიდრიკ დე შაცენმა.

ავსტრიის დედაქალაქში პოლიტიკური ჯგუფის “ალდეს“ ყრილობა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცებაა დაგეგმილი.

ALDE -რეზოლუციის პროექტში მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები როგორც მათ მიმართ, ვინ პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ისე „ივანიშვილის რეჟიმის“ ხელის შემწყობებსა და დამფინანსებელ ქსელებზე.

აქვე, ALDE რეკომენდაციას უწევს მკვეთრი ზღვრის შენარჩუნებას რეჟიმსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, იმით, რომ არ იქნას გაუქმებული უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ALDE საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას ხვალ, 4 ივლისს გეგმავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქსტატი სურსათის გაიაფებაზე საუბრობს, მოქალაქეები კი ამბობენ, რომ ფასების კლებას ვერ გრძნობენ
  • გარდაიცვალა ცნობილი არქიტექტორი, ხელოვანი და მეცნიერი ვახტანგ დავითაია
  • სასამართლომ გიორგი მელთაური მისი მეგობრის შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge