მსოფლიო ბირჟებზე ოქრომ კვლავ გაძვირება დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 181 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 1.70%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 62.7 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 3.45%-ით მომატებული მაჩვენებელია.
ოქრო მცირედით გაძვირდა საქართველოშიც. ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 361 ლარია, 750 სინჯის – 270 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 211 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 5.07 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.43 ლარი ღირს.
