ნიკა გვარამია ნინი ბადურაშვილის ახალ სიმღერას „ლამაზების პრეზიდენტო“ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მის შესაძლო პოლიტიკურ კონტექსტზე მიანიშნა. მომღერალმა კი ვიდეორგოლის გამოქვეყნებისას აღნიშნა, რომ ნამუშევარში სიყვარული, ემოცია და დიდი შრომაა ჩადებული.
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილის ახალ სიმღერას „ლამაზების პრეზიდენტო“ პოსტით გამოეხმაურა.
პოლიტიკოსი მიანიშნებს, რომ ცნობილი მეტაფორული ფრაზა “ლამაზების პრეზიდენტო” თითქოს პირდაპირი მნიშვნელობით არის ტექსტში გამოყენებული.
“ჩემს ძალებს აღემატება იმის წარმოდგენა, სააკაშვილის დროს რომ “ლამაზების პრეზიდენტო” ემღერა ვინმეს, რა მოხდებოდა. არ გეგონოთ, სისულელეზე მოვცდი. სინამდვილეში, იმაზე ვფიქრობ, როგორ მოახერხეს რუსებმა ის, რომ მაშინ ბუზიდან სპილოს აკეთებდნენ და დღეს – სპილოდან ბუზს,” – წერს გვარამია.
