საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 11%-ით გაიზარდა. კერძოდ, ივნისში რესტორნებში ხინკალი წლიურად 8%-ით გაძვირდა. გასული წლის ივნისთან შედარებით 10%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 9%-ითაა გაზრდილი. 10%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც. წლიურმა მატებამ 4% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებითვე, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 5.6%-ით გაიზარდა. ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.
