Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

July 3, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევში რუსეთის გუშინდელი სარაკეტო იერიშის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია თითქმის 100, ხოლო რუსეთმა გასული ღამის განმავლობაში იერიშები უკრაინის სხვა რეგიონებზეც განახორციელა.

“კიევში, გუშინდელი რუსული დარტყმის სამ ადგილას, საგანგებო და სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება. მაშველებმა უკვე მოახერხეს ნანგრევების მნიშვნელოვანი ნაწილის გაწმენდა, თუმცა კიდევ 10 ადამიანი კონტაქტზე არ გამოდის. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ კიევზე გუშინდელი დარტყმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ყველა ნათესავსა და მეგობარს. თითქმის ასი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.
გასულ ღამეს კი რუსებმა კრივი რიჰს შეუტიეს, ჩვეულებრივი ავტოფარეხის კოოპერატივის ტერიტორია დაბომბეს. შვიდი ადამიანი დაშავდა. საცხოვრებელი შენობები და ორი სკოლა დაზიანდა. ღამით ხარკოვის რეგიონში კერძო სახლს თავს დაესხნენ. ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. გუშინ შუადღისას რუსებმა ხერსონის რეგიონულ საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. მათ ზუსტად იცოდნენ, სად ურტყამდნენ და რომ იქ სამხედრო ობიექტი არ იყო. სამწუხაროდ, ექიმი გარდაიცვალა, ექთანიც დაშავდა. ღამით სუმის რეგიონში მაღალსართულიან შენობაზე დრონის დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა-შვილი. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს.
ყოველდღე და ყოველ ღამე რუსები ურტყამენ ჩვეულებრივ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ტერორი ერთადერთი არგუმენტია, რომელიც მათ ომის შესაჩერებლად დარჩათ. უკრაინის ცის საიმედო დაცვა დიპლომატიის წინაპირობად არის საჭირო. ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერას ვითვალისწინებთ, პირველ რიგში, ანტიბალისტიკური რაკეტებით. მადლიერები ვართ ყველასი, ვინც უკვე გვეხმარება” – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს გავრცელებულ მიმართვაში.

კიევში დღეს გლოვის დღეა. რუსულმა ძალებმა 2 ივლისის გამთენიისას დედაქალაქზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს. ოკუპანტებმა 500-ზე მეტი დრონი და 70-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს. თავდასხმის სამიზნე იყო საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულება და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაღუპულია 30 და დაშავებულია 90-ზე მეტი ადამიანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამეგრელოს პოლიციამ აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
  • “არ მაინტერესებს, რას ამბობს ჯო უილსონი, რადგან არასერიოზულია” – ლევან მაჭავარიანი
  • კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge