თინა ბოკუჩავას განცხადება იმას ნიშნავს, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ ტყუილი გაავრცელონ და შემდეგ, როცა ეს ყველაფერი ერთმანეთის დასაძირად დასჭირსებათ, გამოამზეურონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმაგანაცხადა.
მისი თქმით, თინა ბოკუჩავასგან დასაჯერებელი არაფერია.
„ის, რომ ლევან ხაბეიშვილი „ბაბლის“ გამო გადააყენეს, ეს სამარცხვინო საქციელია. შეუძლიათ, საკუთარი მეგობარი და თანაგუნდელი გასწირონ. წარმოიდგინეთ, მოსახლეობის მიმართ რა დაკოკიდებულება აქვთ. ჩვენ და ჩვენს ინტერესებს ისე გასწირავენ, თვალსაც არ დაახამხამებენ, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს განცხადება ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ტიპის ხალხთან გვაქვს საქმე და როგორ „უფრთხილდებიან“ ისინი ერთმანეთს, თუ საქართველოს ინტერესებს. თინა ბოკუჩავას არაფერი ქენჯნის, რაც სინდისთან არის დაკავშირებული. როცა დასჭირდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ამოალაგა და მზის სინათლეზე გამოფინა. ხვალ რომ დასჭირდება, კიდევ უარესს იზამს. ეს ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ და სხვას რას გვიზამენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა: „მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური“.
