რუსეთში საწვავის დეფიციტი მწვავდება. უკრაინული დრონების მასირებული იერიშების შემდეგ, ქვეყნის 40-ზე მეტ რეგიონში მძღოლებს ბენზინგასამართ სადგურებთან საათობით, კილომეტრიან რიგებში უწევთ დგომა.
ვითარების ფონზე კრემლმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაბალი ხარისხის, ე.წ. „ევრო-3“ სტანდარტის ბენზინის წარმოების უფლება მისცა. რამდენიმე რეგიონში კი ბენზინგასამართ სადგურებზე ჩინოვნიკებისთვის ურიგოდ მომსახურების პრივილეგია ამოქმედდა.
რუსული ენერგოკომპანიები „ლუკოილი“ და „როსნეფტი“ საწვავის რეალიზაციას მკაცრად ზღუდავენ. ცალკეულ ქალაქებში ბენზინი მძღოლებზე სახელმწიფო სანომრე ნიშნების მიხედვით, კენტ და ლუწ დღეებში ნაწილდება.
