ვენესუელაში მამაკაცი გადაარჩინეს, რომელიც მიწისძვრის შედეგად განადგურებული შენობის ნანგრევები ქვეშ 8 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ერნან გილის სამაშველო ოპერაცია მამაკაცის აღმოჩენიდან 100 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის 140 ტონა ნანგრევების ქვეშ იყო მოქცეული.
„უდავოა, ყველაზე რთული და ტექნიკურად ძნელი ოპერაცია იყო, რაც კი ოდესმე შემხვედრია“, – განაცხადა ჩილელმა მაშველმა.
კოსტა-რიკის წითელი ჯვრის პარამედიკოსმა, ალან მადრიგალმა, ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მამაკაცი ინციდენტის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
ხუთშაბათის საღამოს მონაცემებით, 24 ივნისს ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2595-მდე გაიზარდა, ათიათასობით ადამიანი კი დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.
